“ბარსელონას“ ექს-ფორვარდი ხრისტო სტოიჩკოვი: „რონალდომ „ოქროს ბურთი“ შეიძლება მხოლოდ გარეგნობის გამო მიიღოს“.
ლეგენდარულ ბულგარელს მადრიდის „რეალის“ მეორე ფორვარდის უფრო სწამს.
„გრიზმანი იმსახურებს ჯილდოს. ისევე, როგორც ბეილი, თუ უელსი მოიგებს ევროს. რონალდოს კი „ოქროს ბურთის“ მიღება მხოლოდ თავისი გარეგნობის გამო თუ შეუძლია“, – ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Cadena Cope.
იერსახის ბრალია თუ სათამაშო მონაცემების, ასეა ეს თუ ისე, რონალდოს „ოქროს ბურთი“ სამჯერ აქვს მოგებული. 1994 წელს კი „ოქროს ბურთი“ თავად სტოიჩკოვსაც აქვს აღებული, რომელიც მართლა მაგარი ფებურთელი იყო.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე რონალდოს პორტუგალიას ბეილის უელსთან ნახევარფინალი დღეს აქვს სათამაშო.