LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში დაიხარჯება StopCoV ფონდში მოგროვილი მილიონები – 2 მიმართულება გამოიკვეთა

143
20979572-web1-covidupdate-isj-200318-covid-1

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან  კორონავირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის  ინიციატივები განიხილეს.

ვიდეო ჩართვაში გუბერნატორებმა კოვიდ19 ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და პროცესში თავად შემომწირველი ბიზნესიც ჩართულია.

„ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ  თვითმართბელობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების  უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა,“-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდის შექმნა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კოორდინაციით თანხების მიმართვა კონკრეტული საჭიროებებისკენ უფრო ეფექტიანად განხორციელდება. „გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება  ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის  ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი  გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ, როგორც ბიზნესს ასევე, მოქალაქეებს. თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფრომიდანაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, 6 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები