LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასელ ქროუ 136 კილოა

210

ოდესღაც გამხდარი და დაკუნთული რასელ ქროუ ახალი ფილმისთვის გასუქდა და 136 კილოგრამს იწონის.

ჰოლივუდის მრავალი მსახიობი როლისთვის მზად არის მკვეთრად მოიმატოს წონაში, ან პირიქით, დაიკლოს. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ მეთიუ მაკკონაჰის, კრისტიან ბეილის, რენე ზელვეგრერსა და სხვებს… თუმცა ყველა მათგანი პროექტის დასრულებისთანავე ფორმას

იბრუნებდა. აი, რაც შეეხება ქროუს, ის წინანდელ ფორმას ვეღარ იბრუნებს.

მაშინ, როდესაც ქროუს The Nice Guys-ში გადაღება შესთავაზეს, ას კილოგრამს იწონიდა, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ რასელის გმირი კიდევ უფრო მსუქანი უნდა ყოფილიყო, რასაც მსახიობი უყოყმანოდ დასთანხმდა და კიდევ 20 კილოგრამი მოიმატა. გადაღებების დასრულების შემდეგ კი წონის დაკლება ძალიან გაუჭირდა, მართალია ზემეტი კილოგრამების მოშორება შეძლო, მაგრამ ისევ აკრიფა და ახლა 53 წლის მსახიობი 140 კილოგრამამდე იწონის. რასელ ქოროუ ბიოგრაფიულ დრამში Boy Erased მონაწილეობს და აქ მისი ზედმეტი წონა სრულიად მისაღებია, თუმცა მისი ახლობლები წუხან იმაზე, შეძლებს თუ არა გადაღებების შემდეგ ის ფორმაში ჩადგომას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები