LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ” – ხმაური საკრებულოში

81

“რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ,” – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც ფრაქცია “ნაციოალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

“ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. “შტაბ კვარწირიდან” მიიღეს დავალება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვილად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში,” – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქის მერიას საპრეზიდენტო არჩევნებიზე ამომრჩევლების მოსყიდვისთვის სჭირება.

დღესვე, ოპოზიციამ უმრავლესობა ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
“ამას პირდებოდით ამომრჩეველს, რომ ტაქსისტებს ერთჯერადი გადასახადი ექნებოდა 100 ლარი, მარჯვენა საჭიანი ავტომობილით ვეღარ იტაქსავებენ და ფერსაც შეურჩევენ და მერე თქვენ რა ფერი მოგეწონებათ არ ვიცით. 100 ლარი როგორ უზრუნველყოფს ევროპულ ტაქსს? თუ შეხვდით და მათი აზრი თუ იცით? თქვენ კი გეცინებათ და ხალისობთ ამაზე – ოხ რა სისულელე თქვა ხაბეიშვილმაო, მაგრამ რეალურად ხალხს აქვს პრობლემა,” – განაცხადა სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკას მოკლე განცხადებით უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერზე ისაუბრა ოპოზიციამ იმის გარდა, რომ 10 მილიონით იზრდება ბიუჯეტი.

” სამწუხაროა რომ ამას არ იმჩნევთ,” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდის საკითხს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები