LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც შსს რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებეს, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ: ნაცვლიშვილი

52
Untitled design

“რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ.” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისგან უსწრაფეს რეაგირებას ითხოვს:

 “მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რიონის ხეობაში ხდება. რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ.

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ვითარება დაიძაბოს, აქტივისტები ჩაითრიონ პროვოკაციაში და შემდეგ სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა დაიწყოს.

მოვუწოდებ პროკურატურას, იქამდე, ვიდრე ვითარება უკიდურესად დაიძაბება, სამართლებრივი რეაგირება სასწრაფოდ მოახდინონ“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში, ადგილობრივი მაცხოვრებლები, აქტივისტები, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები “ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი და მორიგეობდნენ.

გუშინ, შსს-მ კარვების აღების გადაწყვეტილება მიიღო.

“მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება” – შსს-ს წარმომადგენელი

სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები