LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც იტყვის იმას უნდა ელოდოს, უნდა ისაუბროს ნორმალური ენით“ – მაჭარაშვილი მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე

230
354344461_1650026545470993_2743631047589626753_n

„[მიშა მშვილდაძემ] უნდა ისაუბროს ნორმალური ენით“ – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„როცა საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ძალიან კარგად იცი, რომ შენს პოზიციაზე არ არის აბსოლუტური უმრავლესობა და ამ უმრავლესობას ლანძღავ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებ და სიძულვილის ენით გამოირჩევი, ამ შემთხვევაში საზოგადოების წევრებისგან მადლობის მოხდას არ უნდა ელოდო. რასაც იტყვის იმას უნდა ელოდოს, უნდა ისაუბროს ნორმალური ენით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ მას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლითაა აღძრული – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იოსელიანი მშვილდაძეზე: დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები