LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს, რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლიონ ახალგაზრდებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძე

156
ზურა ჯაფარიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში განმარტავს თუ რას ასწავლიან და არ ასწავლიან ბავშვებს ლიბერალურ აკადემიაში.

„რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლიონ ახალგაზრდებისთვის:

  • იმას რომ ერთი სიცოცხლე აქვთ, ეს სიცოცხლე მათია, უნიკალურია, უნდა გაუფრთხილდნენ და ისე გახარჯონ, როგორც თავად ჩათვლიან სასურველად
  • რომ თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს – როცა შენი გონებითა და ნებით განკარგავ სიცოცხლეს, მხოლოდ მაშინ ხდება ის ღირებული. სხვა შემთხვევაში მონა ხარ და შენს სიცოცხლეს სხვა ხარჯავს
  • რომ მეტი თავისუფლების მოპოვებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ხოლო არსებული თავისუფლების შენარჩუნებას – მუდმივი დაცვა. არ არსებობს მანდ „შესვენებაზე გასვლა“
  • რომ საზოგადოებები, რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ყველაზე ახლოს თავისუფლების იდეალების დაცვასთან, დღეს არიან ყველაზე წარმატებული, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მდიდარი საზოგადოებები. და პირიქით
  • რომ ჩვენც უნდა გამოვიდეთ საბჭოთა საქართველოდან და ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად – თავისუფალი ადამიანების საზოგადოებად, სადაც ნებისმიერის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დაცულია

ამას ვასწავლით

რას არ ვასწავლით:

  • არ ვასწავლით რომ მშვიდობიანად შეკრებილ ადამიანებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან, ჯოგად მივარდნა და ქვების სროლა არ შეიძლება
  • რომ უნივერსიტეტში განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებზე ზონდერების მიქსევა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება
  • რომ რუსეთი მტერია
  • რომ ღირსება იწყება მტრისთვის მტრის დაძახებიდან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის
  • რომ მეგობარი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უმეტეს არ უნდა ლანძღო
  • რომ ფულის გულისთვის ტ**კი არ უნდა მისცე და ყველაფერს არ უნდა მოაწერო ხელი
  • რომ ვიღაცის ზებრა არ უნდა იყო და ა.შ.

ამ ყველაფერს არ ვასწავლით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ისედაც იციან ამ ახალგაზრდებმა. იმიტომ, რომ ასეთ რაღაცებს ოჯახში ასწავლიან და არა ბანაკში

ქართული ოცნება / Georgian Dream თქვე &ლეებო“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო…Posted by Zurab Girchi Japaridze on Saturday, 17 June 2023

 

ამავე თემაზე:

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

„ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო“ – მელია ჯაფარიძესთან დაკავშირებით შაქარიშვილის განცხადებაზე

„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი

„იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის“ – გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

სახალხო დამცველი ზურაბ ჯაფარიძესა და ბორჯომში, თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკზე თავდასხმის ფაქტებს შეისწავლის

„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა – ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!“ – გიორგი გახარია

არასამთავრობო ორგანიზაციები: დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია – მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დასაჯონ დამნაშავეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები