ავტომობილის შერჩევისას უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულია ახალბედა მძღოლებისათვის, რომელთაც ავტომობილის ყიდვის და გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილება სულაც არ აქვთ. იმისთვის, რომ მომხმარებელი შენაძენით საბოლოოდ კმაყოფილი აღმოჩნდეს, საჭიროა პატარა კვლევა, ბაზრის მიმოხილვა და ამის შემდეგ თქვენზე მორგებული მანქანის შეძენა.
უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელმა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს პირადი საჭიროებები. ამ საჭიროებებმა კი უამრავი დეტალური კითხვა შეიძლება წარმოშვას, მაგალითად:
- რა ტიპის გზაზე უწევს მძღოლს ყოველდღიურად გადაადგილება? ქალაქის ქუჩებში, ავტობანზე თუ უფრო რთულ ლანდშაფტზე?
- ტევადი და დიდ ოჯახზე უნდა იყოს გათვლილი თუ მთავარია მხოლოდ მძღოლს მოემსახუროს კომფორტულად გადაადგილებაში?
- ძრავის ეკონომიურობა მნიშვნელოვანია? რა გირჩევნიათ, ჰიბრიდი თუ დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე მანქანა?
- არის თუ არა 4X4-ზე მოჭიდების ფუნქცია თქვენთვის მნიშვნელოვანია?
კიდევ უამრავი კითხვა შეიძლება გაჩნდეს ავტომობილის შეძენისას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მძღოლის საჭიროებებზეა დამოკიდებული, თუმცა მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად და დავსვათ უფრო ზოგადი და მნიშვნელოვანი კითხვები:
რა ბიუჯეტი აქვს მძღოლს განსაზღვრული მანქანის შესაძენად?
მანქანის საფასო კატეგორიაზე ჩამოყალიბება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი და კარგი ფილტრია სასურველი ავტომობილის მოსაძებნად. ცხადია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის სასიამოვნო განცდაა ავტომობილის კარგ ფასად, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად ხელში ჩაგდება, თუმცა გასათვალისწინებელია. ამ დროს კი, გასათვალისწინებელია ის, რომ მანქანის იაფად ყიდვა, სულაც არ გულისხმობს მის ეკონომიურობას თუკი ის ბევრ საწვავს მოიხმარს ან შეკეთება ჯდება ძვირი.
როგორ აპირებს მძღოლი მანქანის შესაძენად საჭირო თანხის მოზიდვას?
მას მერე, რაც მომხმარებელი ჩამოყალიბდება შესაძენი მანქანის საფასო კატეგორიაზე, დგება ჯერი იმის განსაზღვრისა, თუ რა გზით უნდა მოიპოვოს მან სასურველი თანხა. საუკეთესო შემთხვევაა, როცა მომხმარებელს უკვე აქვს შესაძენი თანხა, თუმცა ხშირად ერთიანი თანხა არ აქვს ადამიანს იმისთვის, რომ რაიმე ძვირად ღიურებული ქონება შეიძინოს. ამ დროს, ავტომობილის შეძენისას, კარგი გამოსავალია ავტო ლიზინგი, რომელიც ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაში ავტომობილით დაინტერესებულ ადამიანს სასურველი რაოდენობის თანხას აძლევს.
იხილეთ სტატია თუ რატომ არის ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება
ავტომობილის მოვლისა და შენახვის ხარჯების შეფასება
არავის აქვს სურვილი, რომ ავტომობილი იქცეს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯების წყაროდ. პირიქით, მანქანა თითოეული მძღოლისთვის უნდა იყოს მათი ყოველდღიურობის ეკონომიური გამოსავალი. სწორედ ამიტომ, მანქანის შეძენამდე აუცილებელია მძღოლმა იცოდეს კონკრეტული მოდელი რამდენს წვავს ქალაქის ქუჩებსა, თუ ავტობანზე, რამდენად ხშირად ფუჭდება ეს მანქანა, მარტივია თუ არა მისი შეკეთებისთვის საჭირო ნაწილების შოვნა და იაფი ჯდება თუ არა მისი შეკეთება. შეიძლება, ადამიანმა საბაზრო ფასთან შედარებით იაფად ნახოს ესა თუ ის მოდელი, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი მანქანის მოვლასთან და ხარჯებთან დაკავშირებული დრო, ენერგია და ფინანსებია.
ერთი და იგივე კატეგორიის ავტომობილებს შორის არჩევანის გაკეთება
მას მერე, რაც მომხმარებელს სხვადასხვა მახასიათებელი უკვე განსაზღვრული აქვს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი მანქანა, კარგი გამოსავალია რამდენიმე ერთი და იგივე კატეგორიის მანქანის შერჩევა და მათი შედარება. შედარების დროს მხედველობაში უნდა გვქონდეს მანქანის ისეთი მონაცემები, რომელიც მძღოლისთვის პრიორიტეტულია.
საბოლოოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის საჭიროებები. ნებისმიერი, დიდი თუ პატარა დეტალი სწორედ მძღოლის კომფორტის შემქმნელი უნდა იყოს.
იხილეთ მოგოს ახალი პროდუქტები – სკუტერ ლიზინგი და სპეც ტექნიკის ლიზინგი. ასევე სხვა საინტერესო სტატიები ჩვენს ბლოგზე: ჩვენთან ავტოლიზინგი, სხვაგან ავტო სესხი | უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი
R