LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას სჭირს მის მკერდს?“- ირინა შეიკმა „ვერსაჩეს“ გამჭირვალე კაბით ყველა დაჩრდილა

3394
40086436-0-image-a-24-1614955805221

სულ ცოტა ხნის  წინ, იტალიელმა დიზაინერმა, დონატელა ვერსაჩემ ,,მილანის მოდის კვირეულის” ფარგლებში, „ვერსაჩეს“ 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია წარადგინა. მასში ისეთმა ცნობილმა მოდელებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც ბელა და ჯიჯი ჰადიდები და ირინა შეიკია. 

ფოტო/ვიდეო: ბელა, ჯიჯი და ირინა – სუპერ გოგონებიმა „ვერსაჩეს“ თავბრუდამხვევ ჩვენებაში გაიბრწყინეს

და მაინც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 35 წლის ირინა შეიკმა კვლავ მოახერხა და ჩვენებაზე ყველა დაჩრდილა. მოდელმა დეფილეზე შავი ფერის კაბები მოირგო, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება გრძელმა კაბამ მიიქცია, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე იყო, მას შეიკმა მაქმანებიანი კოლჰოტი შეუხამა.

საზოგადოებას არ გამოეპარა შეიკის მკერდი, რომელიც კაბაში უცნაურად ასიმეტრიულად ჩანდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ფოტოშოპია, ზოგიერთი კი თვლის, რომ შეიკმა მამოპლასტიკას მიმართა, თუმცა  წარუმატებელი  შედეგი მიიღო.

„რას სჭირს მის მკერდს?“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები