პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შვილების აღზრდის სხვადასხვა მეთოდები აქვთ. ზოგი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. ასეთი მილიარდერების შვილები ფინანსურად შეზღუდულები არიან და ყველაფერს თავად, დახმარების გარეშე, აღწევენ. სხვების შვილებს კი პატარა ასაკიდან საკუთარი თვითმფრინავები, იახტები ჰყავთ და უარს არაფერზე იღებენ.
უორენ ედვარდ ბაფეტი
ბაფეტი 22 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი სიუზან ტომპსონი იყო. ბედნიერი ქორწინება, ქალის გარდაცვალებამდე, 2004 წლამდე გაგრძელდა. მათ 3 შვილი ჰყავთ.
მილიარდერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვმა დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. ოჯახი მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობდა, რომელიც 1958 წელს შეიძინეს. ბავშვები ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში დადიოდნენ, ავტობუსით. მათ მშობლები ყოველდღიურად მცირე თანხას აძლევდნენ და ამიტომ დამატებითი თანხის გამომუშავება უწევდათ, რათა სასურველი ნივთი ეყიდათ. მილიარდერის ქალიშვილმა, სუზან ალისმა არც იცოდა როგორი მდიდარი ოჯახიდან იყო და ამის შესახებ შემთხვევით ჟურნალიდან გაიგო.
სუზანმა თავი სოციალურ საქმიანობას მიუძღვნა. იგი სიღარიბის, ქალების ჯანმრთელობის და სხვა სოციალურ პრობლემებზე წუხს და ამ საკითხებზე მუშაობს. ჰოვარდი, მილიარდერის მეორე ვაჟია და მაკონის ქაუნთის ოლქის შერიფია. ის სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს და აქტიურად იცავს ბუნებას. პეტრე, ბაფეტის უმცროსი ვაჟია. ის მამის საქველმოქმედო ფონდშია და ამასთან პოპულარული მუსიკოსიცაა, რომელმაც საკმაოდ პრესტიჟული, “ემის” ჯილდო მიიღო.
ჯეფ ბეზოსი
მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ქორწინებას პასუხისმგებლობით მოეკიდა. მას ცხოვრების პარტნიორი სჭირდებოდა, რომელიც მხარს დაუჭერდა და მოტივატორი იქნებოდა მისთვის. მაკენიზის დანახვისას, მიხვდა, რომ ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა. კავშირი მათ შორის ძლიერი და საიმედო იყო. მათ ოთხი შვილი შეეძინათ.
ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან, იმისთვის, რომ საკუთარი ცოვრება თავად წარმართონ. უფროს ვაჟს ჯერ მხოლოდ 19 წელი შეუსრულდა. წყვილი ყოველთვის ცდილობდა ბავშვები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ და სახლის საქმეებიც ესწავლათ. ბავშვებმა იციან როგორ მოამზადონ გემრიელი სადილი, დაალაგონ სახლი და მიხედონ თავს. შესაძლოა, მათ ამ ყველაფრის ცოდნა არ სჭირდებოდათ, რადგან მომავალში სიღარიბე ნამდვილად არ ემუქრებათ. 2019 წლის დასაწყისში წყვილი სამწუხაროდ დაშორდა.
დონალდ ტრამპი
70 წლის ასაკში აშშ-ს პრეზიდენტი უდიდესი ქონების პატრონია. გარდა ამისა ის მემკვიდრეებითაც მდიდარია, მას 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს.
- უფროსი ვაჟი, რომელსაც მამის პატივსაცემად მისი სახელი დონალდი ქვია, მამის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. იგი პოლიტიკითაა დაინტერესებული და გავლენიანი მამა მას სრულად უჭერს მხარს. ის უკვე 5 შვილის მამაა.
- ქალიშვილმა – ივანკა ტრამპმა ეკონომიკის სკოლა დაამთავრა. თავი სამოდელო ბიზნესშის სცადა, თუმცა მალევე მობეზრდა. ამჟამად ის ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. ივანკა ბედნიერ ქორწინებაშია ჯარედ კუშნერთან, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.
- ერიკ ტრამპი ასევე მამის უზარმაზარი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. მისი მეუღლე ლარა იუნასკასია, რომელიც სატელევიზიო ინდუსტრიაში მუშაობს.
- ტიფანი ერთადერთია ტრამპის ოჯახიდან, რომელიც არ ჩქარობს კარიერის შექმნას მამის კომპანიაში. მისი ოცნება ჰოლივუდში მოხვედრაა.
- ბარონი ტრამპი ჯერ მხოლოდ 11 წლისაა.
ბილ გეიტსი
მსოფლიოში ცნობილი კომპანიის “Microsoft”-ის დამფუძნებელი 25 წელზე მეტია ერთ ქალზე, მელინდაზეა დაქორიწინებული. მათ სამი შვილი ჰყავთ. მათ უყვართ სპორტი, ცხენები. მშობლები საკმაოდ მკაცრად ზრდიან შვილების. 14 წლამდე მათ აკრძალული ჰქონდათ გაჯეტები.
ჯენიფერი უნივერსიტეტში სწავლობს და ამერიკის საცხენოსნო გუნდის წევრია. რორი ახლახან 19 წლის გახდა. იგი დაინტერესებულია ეკონომიკით, კომპიუტერული ტექნოლოგიით. მეგობრები მას აღწერენ, როგორ ჩვეულებრივ, საინტერესო, მხიარულ ბიჭს. ფობი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. ის უბრალო და უშუალო გოგონაა.
რიჩარდ ბრენსონი
კორპორაცია ვირჯინიის ჯგუფში, რომელსაც ბრენსონი ფლობს, დაახლოებით 400 კომპანია ერთიანდება. ეპატაჟური და თავგადასავლების მოყვარული ინგლისელი ორი შვილის მამა და 3 შვილიშვილის ბაბუაა.
ბრენსონის ქალიშვილი მამის ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი მენეჯერია. 2014 წელს მას ტყუპები შეეძინა. ჰოლის მამის ხასიათი აქვს. იგი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და ხშირად აკვირვებს ოჯახის წევრებს თავისი ეპატაჟურობით. გოგონამ ცურვაში რეკორდი დაამყარა, მისი მთავარი ოცნება კოსმოსში გაფრენაა.
სემი, ბრენსონის ვაჟი, მამის კორპორაციაში მუშაობს და ასევე კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს.
მარკ ცუკერბერგი
მარკი ექიმების ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. ის საკმაოდ მკაცრად აღიზარდა. მიუხედავად იმისა რომ მილიარდერია, არ არის ფუფუნების მოყვარული. მას არც ისე ძვირადღირებული მანქანა ჰყავს, რომელსაც თავად მართავს.
2012 წელს მან პრისცილა ჩანი მოიყვანა ცოლად. 2015 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინათ. 2 წლის შემდეგ – მეორე ქალიშვილი. მარკი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშზე არსებული მილიარდები ფულის გაფლანგვის მიზეზი არ არის.