LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობენ ოცნების სიის ცნობადი სახეები

257
BeFunky-collage (1)

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში ცნობილი ადამიანები წარდგნენ. ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

გთავაზობთ, არაპოლიტიკურ წარმომადგენლებს და მათი საქმიანობის მოკლე მიმოხილვას:

ვიქტორ სანიკიძე – კალათბურთელია და ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. მან 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა.

დავით კაჭარავა – ქართველი მორაგბე. მას საკმაოდ ბევრი თამაში აქვს წარმატებულად ცატარებული.
2006 წლიდან მოყოლებული, დავითმა საქართველოს ნაკრების მაისურით 122 თამაში ჩაატარად და საკუთარ გუნდს 125 ქულა მოუტანა.

დავით კაჭარავა – რაგბისტი. იგი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ირიცხებოდა 2007, 2011 და 2015 და 2019 წლების რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებში.

ელისო ბოლქვაძე – ზაურ ბოლქვაძის ოჯახში დაიბადა. 7 წლის ასაკში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, პირველ კონცერტს წარუძღვა. უამრავ საერთაშორისო კონკურსშიც გამარჯვება მოიპოვა.

ეუფ, ასამდე ავიდნენ... არის თუ არა მიღწევა საპარლამენტო რესპუბლიკა და უნდა იყვნენ თუ არა სიებში ცნობადი სახეები

"ხელისუფლების მხრიდან გვექნება სამართლიანი, ოპოზიციის მხრიდან უსამართლო არჩევნები".

 

ზურაბ ხაჩიძე – ბორჯომში დაიბადა. მას მრავალწლიანი მუსიკალური კარიერა აქვს. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი. 2016 წელს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია
– სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების გახლდათ. შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016-2018 წლებში. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა (2018) და საფრანგეთის ღირსების ორდენების კომანდორი.

ქეთი დუმბაძე – პროფესიით ჟურნალისტია. ის მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები