LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ნიშნავს თაღლითობა? ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ოჯახის რეპუტაციისთვის” – სასამართლოს გადაწყვეტილებას წერეთელიც გაასაჩივრებს

108
ვატო-წერეთელი11

“პრაქტიკულად, სამი წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი, პროკურატურა პოლიტიკურად მიკერძოებულია, გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ”, – ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის შვილმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რითაც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“პრაქტიკულად, სამი წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, სამი წელი რისთვის ვიარეთ სასამართლოზე, პროკურატურას ჩამოემხო „ფულის გათეთრების“ საქმე. კი შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც გამოძიება არ არის ჩატარებული? არაფერი არ არის ჩატარებული. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამას მთელი სამყარო არ ცნობდა – „ფულის გათეთრებას“, გარდა პროკურატურისა და პროკურატურას ჩამოემხო თავიდან ბოლომდე „ფულის გათეთრების“ საქმე. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის,“- განაცხადა წერეთელმა.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები