ისრაელში საცხოვრებლად გადასულმა რუსმა შოუმენმა მაქსიმ გალკინმა სოციალურ ქსელში ამერიკაში კონცერტების სერია დააანონსა. მის განცხადებას რუსი გამომწერები აგრესიით შეხვდნენ და მასზე ბულინგის მორიგი ტალღა წამოვიდა. გალკინმა რამდენიმე გამომწერს პირადად უპასუხა. მათ შორის იყო სოციალური ქსელის მომხმარებლის კომენტარი: „მაქსიმ სადაც გინდა იქ წადი, ალა დააბრუნე“, რაზედაც გალკინმა უპასუხა: „რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – წერს გალკინი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ ქვეყანა დატოვეს და ღიად დააფიქსირეს პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
მაქსიმ გალკინი თბილისში საღამოს გამართავს – „ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს…“
,,მადლობა, ლამაზი ბიჭია, მაგრამ მე არ ვარ” – მაქსიმ გალკინი რუსულ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე
რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო