LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოიაზრებს ინტიმური უროლოგია – სილამაზის აკადემია

115
მაია-გუმბერიძე

რას მოიაზრებს ინტიმური უროლოგია – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ მაიკო  ექიმმა ინექციონისტმა, სერთიფიცირებულმა ექიმმა ინტიმურ უროლოგიაში მაიკო გუმბერიძემ ისაუბრა.

რას მოიაზრებს ინტიმური უროლოგია?

ინტიმური უროლოგია ემსახურება მამაკაცების ინტიმური ზონის გაახალგაზრდავებას, სხვადასხვა სახის ჩივილების მოხსნას, რა თქმა უნდა კონფიდენციალურობის სრული დაცვით. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მამაკაცების მომართვიანობა გაზრდილია. ეს პროცედურებია საკუთარი რესურსების სახით ჩატარებული პლაზმოთერაპია, ასევე ფილერით აუგმენტაცია, რას მოიაზრებს მოცულობის ცვლილებას.

ამ პროცედურის შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესდება, ლიბიდოს და სქესობრივი ცხოვრების ამაღლება.

რას უნდა ელოდოს პაციენტი პროცედურის შემდეგ?

ხშირ შემთხვევაში ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ემატებათ თავდაჯერებულობა, ლიბიდოს ამაღლება. ის ტარდება გარკვეულ ასაკში როგორც პროფილაქტიკური პროცედურა, 30-35 წლიდან.

რა შემთხვევაში არ კეთდება აღნიშნული პროცედურები?

როდესაც პაციენტს აქვს ც ჰეპატიტი, ვენეროლოგიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები