LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მიირთმევს ფეხმძიმე ქეთი ხატიაშვილი: „მშია თუ არა? კიიი! ვჭამ ყველაფერს ტკბილსაც, მწარესაც და ცომსაც თუ მომინდა, ოღონდ…“

407
ქეთი ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგებ დავით კაჭარავა შვილს ელოდებიან. ქეთი იდეალურ ფორმაშია.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა შიმშილის გრძნობა, ის დადებითად პასუხობს და გვიზიარებს დღის რუტინას, თუ როგორ მიირთმევს:

„მშია თუ არა?! კიიი!!

კვებაზე მოგიყვებით, როგორც შეგპირდით..

ვჭამ ყველაფერს ტკბილსაც, მწარესაც და ცომსაც თუ მომინდა, ოღონდ 16:00-17:00 მდე. მერე მხოლოდ რძის პროდუქტი ხაჭო + მაწონი..

გამონაკლისი დღეებიც არსებობს რა თქმა უნდა, მაგალითად კვირაში ერთხელ სადმე თუ გავედით.. მაგრამ გვიან თუ ვჭამ ძალიან ცუდად მძინავს, ისევ ჯობია არ ვჭამო. ვვარჯიშობ კვირაში 3-ჯერ.

ვიღებ დიდი ოდენობით ცილას ყოველ დღე.

მაგალითად ხან:

2-3 მოხარშული კვერცხი

საქონლის ხორცი

ქათმის ხორცი

თევზი

ლობიო

ბარდა

ოსპი

და აქ ერთ კარგ რჩევას დაგიწერთ კიდევ ცალკე:

რძის პროდუქტი

ხაჭო

მაწონი

ყველი

რძე ჯერ ვერ გავიგე, რომელი ჯობია ვიყიდო, დაკარგული რომ არ ჰქონდეს სასარგებლო თვისებები.

ხაჭო+ მაწონი მაგალითად ყოველ საღამო ვჭამ და არ მომბეზრებია))

ხილი, ბოსტნეული

ბევრ ხილს და ბოსტნეულს ვერ ვჭამ ამიტომ ვიკეთებ 3 ვაშლისგან ან ახლა სეზონურად ძალიან კარგია 2 ბროწეულისგან – ფრეში.

კვირაში 3-ჯერ საშუალოდ.

ოღონდ ბროწეული წყალში უნდა გაზავდეს, კუჭისთვის ასე ჯობია.

ნახშირწყლები:

ნიგოზი

ნუში

შვრია

წიწიბურა

ძირითადად, აქედან რამე, რადგან მარტივი მოსამზადებელია.

წყალი ლიტრი, მეტს ვერ ვსვამ.

ასეთი ჩემი კვება, ოღონდ თუ მომინდა დღის განმავლობაში ხაჭაპური 16:00 მდე უარს არ ვეტყვი ჩემს თავს. ისედაც რამდენ რამეს ვიკლებთ ამ დროს.

და რა გვენატრება, ან რა გენატრებოდათ ორსულობაში ყველაზე მეტად, ეს კიდე ცალკე თემა იქნება.

თქვენ რჩევებსაც სიამოვნებით მივიღებ!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები