LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას კარგავენ რუსი ოლიგარქები – იტალიის პოლიციამ პუტინთან დაახლოებულ 5 პირს 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა

315
1

ხუთ ცნობილ რუს ოლიგარქს, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 143 მილიონი ევროს (156 მილიონი დოლარი) ღირებულების ვილები და იახტები წაართვა.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.

მათი ძვირადღირებული ქონება იტალიის სხვადასხვა პრესტიჟულ რაიონში იყო დაყადაღებული, მათ შორის კუნძულ სარდინიაზე, კომოს ტბასთან და ტოსკანაში, ორი მეგაიახტა კი ჩრდილოეთის პორტებში დააკავეს.

?  იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ სიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქონება ახლა პოლიციის ხელშია და ეს არის 65-მეტრიანი იახტა სახელწოდებით “Lady M”, რომლის ფასიც 65 მილიონი ევროა, მისი მფლობელი კი რუსეთის უმდიდრესი ადამიანი ალექსეი მორდაშოვი იყო.

? კიდევ ერთი ძვირადღირებული გემი – “Lena” სანრემოს პორტში დააკავეს. ის, დაახლოებით, 50 მილიონი ევრო ღირდა და ეკუთვნოდა გენადი ტიმჩენკოს, რომელსაც პუტინი თავის ერთ-ერთ თანამოაზრეს უწოდებს.

?  მილიარდერ ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე 17 მილიონი ევროს ღირებულების ვილა ჩამოართვეს.

?  რუსეთის პარლამენტის წევრს ოლეგ სავჩენკოს კი ტოსკანის ქალაქ ლუკას მახლობლად, მე-17 საუკუნის სახლი წაართვეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები