LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას კადრულობს ჩვენი ოპონენტი – პრემიერი ბოლტონთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაზე

88

“საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, რომელიც დგას ყველანაირ პარტიულ ინტერესზე და არჩევნებზე მაღლა. ეს არის საქართველოს უსაფრთხოება და მისი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს Face news-ია.

“ჩემთვის ეს თემა მართლაც, შეიძლება ძალიან ემოციური იყოს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვისაც ასე იქნება, თუ რას კადრულობს ჩვენი ოპონენტი, როცა დეზინფორმაციით აავსეს მთელი ქსელი და მედიასაშუალებები.

აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში არის მაღალი და ამას ვერ ეღირსებიან ის ძალები, რომლებიც ასეთი ცრუ ინფორმაციით ცდილობენ რომ შექმნან ნეგატიური ილუზია. ეს ფუნდამენტური, რაც შევქმენით არის შეუქცევადი,”- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ აქვე მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს იმ გამოხმაურებისთვის, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

“სამწუხაროა, ის მეთოდები რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შესახებ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ინფორმაცია ანონიმური წყაროსგან გავრცელდა.  “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია,”- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები