LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იტყვით ამ ორზე? – ინტერნეტსივრცე ლედი გაგასა და ჯეიკ ჯილენჰოლის ფოტოებმა და ვიდეომ მოიცვა

275
page

ლედი გაგამ და ჯეიკ ჯილენჰოლმა გადაცემაში Actors on Actors მიიღეს მონაწილეობა, ამჯერად კითხვებს ჯეიკი სვამდა. 44 წუთიან ინტერვიუში მათ კარიერაზე ისაუბრეს და თავიანთი კინოროლები განიხილეს. გაირკვა, რომ ორივე მსახიობი იმდენად ეფლობა საკუთარ როლში, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს.

35 წლის პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა განაცხადა, რომ ზოგჯერ დამატებით ხერხებს მიმართავს იმისთვის, რომ გადასაღებ მოედანზე კოლეგების პირადი სივრცე არ დაარღვიოს და მათ კომფორტი შეუქმნას.

„ზოგჯერ ვეკითხები ხოლმე კოლეგას, შემიძლია თუ არა მას შევეხო“, – ამბობს ლედი გაგა.

ინტერვიუსა და ფოტოების გავრცელების შემდეგ, საზოგადოება მათ კავშირზე ალაპარაკდა, მართლაც, ლედი გაგა და ჯეიკი საოცრად შეხმატკბილებულნი იყვნენ გადაცემაში, მათი ერთობლივი ფოტოები კი უბრალოდ არაჩვეულებრივია.

ფოტო: როგორ გარდაიქმნა ლედი გაგა პატრიციად – ვარსკვლავის გარდასახვა „გუჩის სახლში“

„ჯენიფერთან ინტიმური სცენა ჩემთვის ნამდვილი გამოცდა იყო“ – ჯეიკ ჯილენჰოლი უხერხულ მომენტებს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები