LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ითვალისწინებს თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ – სახალხო პლატფორმა

13
სოფიო-უგრეხელიძე

რას ითვალისწინებს თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო უგრეხელიძემ ისაუბრა.

რას ითვალისწინებს თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“?

თბილისის მერია იწყებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა.

რამდენ სპეციალობაში მოხდება მოქალაქეების გადამზადება?

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

არსებულ სპეციალობებს წელს პირველად დაემატება „კინოგამნათებლების საქმიანობის შემსწავლელი კურსი“, ასევე, „დეკორატიული ლესვის ახალი პროგრამა“, რომლის მიზანია მშენებლობისა და დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ სპეციფიკური და თანამედროვე პროფესია.

რის მიხედვით აირჩევიან ბენეფიციარები?

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი; კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა საშუალოდ, 8 000 ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 750-ზე მეტი მოქალაქე.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები