აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები განხორციელდა. განახლებული პროექტი კახეთის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მაღრაძემ გააცნო.
როგორც მან რადიო “ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა პროგრამაში შეტანილი ცვლილებების მიზანია რომ იყოს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და მოიცვას მეტი ბენეფიციარი საქართველოს მასშტაბით.
,,თანადაფინანსება გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% – იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს. ხოლო თუ რეგისტრირებლი ექნება მიწის ნაკვეთი 10%-ზე მეტი იქნება თანადაფინანსება“-განაცხადა ლევან მაღრაძემ მისი თქმით პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა რომ ფერმერებმა სადაზღვეო კომპანიებს მიმართონ, ასეთი სულ 7 სადაზღვეო კომპანიაა, წარადგინონ სადაზღვეო ტერიტორია ან ამონაწერი. ასევე საჭიროა ბენეფიციარმა გადაიხადოს მისი სადაზღვეო წილი, რაც აუციებელი პირობაა დაზღვევისთვის. ,, ეს პროგრამა მომავალ წლებშიც გაგრძელდება , თუმცა ეს იქნება მთავრობის განკარგულებით დარეგულირებული თუ რაიმე ორგანიზაცია შეიქმნება ამ საკითხის მოსაგვარებლად ეს გადაწყვეტის პროცესშია’’ -განაცხადა ლევან მაღრაძემ.
პროექტში შეტანილი ცვლილებები უკვე ამოქმედებულია და ბენეფიციარებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ სადაზღვეო კომპანიებს.