LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იპარავენ მგზავრები თვითმფრინავიდან ყველაზე ხშირად?

213
Capture

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანიის ბორტგამცილებელმა დაასახელა ის ნივთები, რომელსაც მგზავრები ლაინერიდან ყველაზე ხშირად იპარავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Express ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ ტურისტები საჰაერო ხომალდიდან ხელს უმეტესად სამაშველო ჟილეტებს აყოლებენ. „გაგიკვირდებათ, თუ რამდენ ადამიანს მიაქვს ლაინერიდან სამაშველო ჟილეტი სუვენირის სახით…“

როგორც გამოცემა აზუსტებს, სამაშველო ჟილეტის ქურდობას შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ თუკი ხომალდს წყალზე მოუწევს დაჯდომა.
„თუკი ეკიპაჟი გაიგებს, რომ სამაშველო ჟილეტები აკლიათ, შესაძლოა რეისი გადაიდოს ან საერთოდ გაუქმდეს. საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონის მიხედვით, თვითმფრინავს არ შეუძლია გაფრენა ავარიულ-სამაშველო აღჭურვილობის გარეშე“, – ნათქვამია სტატიაში.

კიდევ ერთმა ბორტგამცილებელმა, სახელად ჯოისმა, რომელიც ამერიკული ავიაკომპანიისთვის მუშაობს, დაამატა რომ ბევრი პირველი კლასის მგზავრი იპარავს ჭურჭელს, ყავის ჭიქებს, ბალიშებს და პლედებს. ასევე ბევრს თან მიაქვს ჰიგიენის საშუალებებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები