LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება ე.წ. ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი: „რაც მეტად აღწევდნენ საწადელს, უფრო აზარტულები ხდებოდნენ.. თანამშრომლები თვეში ათასებს გამოიმუშავებდნენ, უფროსი მენეჯერები 10 ათასამდეც ადიოდნენ..“

442
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ანონიმურობის დაცვით აქვეყნებს  ინტერვიუს, რომლის რესპონდენტი, მათი ცნობით, რამდენიმე წლის წინ ახლობლის დახმარებით ე.წ. ქოლცენტრში მოხვდა სამუშაოდ.

როგორც ე.წ. ქოლცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, თავდაპირველად რამდენიმე ტრენინგის გავლა მოუწია, რის შემდეგაც უთხრეს, რომ პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტი უნდა შეეთავაზებინა. მისივე განმარტებით, მთავარი მოთხოვნა ენების ცოდნა იყო.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო ჯამში, ბედნიერია, რომ თაღლითური სქემის თანამონაწილე არ გახდა, თუმცა დასძენს, რომ დღემდე ცუდად ახსენდება ის სტრესული სამი კვირა.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

„თანამშრომელთა უმეტესობა სტაჟიანი იყო, 1-2-3 წელი მუშაობდა, მაგრამ ყველა დასტრესილი ჩანდა. მახსენდება ერთი ბიჭი, რომელიც დიდხანს ესაუბრებოდა ვიღაც ავადმყოფ მოხუცს და ის თანხა ჩაარიცხვინა, რაზედაც ეჩალიჩებოდა.. სინდისმა ისე შეაწუხა, იმ დღესვე წავიდა ტირილით ქოლცენტრიდან. ერთი წელი მუშაობდა და წარმოიდგინეთ, რამდენს დასტყუა ფული. ისეთი სტრესული, დამთრგუნველი გარემო და სამუშაო იყო, ვერაფრით გავუძლებდი. ახალგაზრდები, ძირითადად, ენერგეტიკულებს სვამდნენ, ბევრი რომ ელაპარაკათ და არ დაღლილიყვნენ. სამსახური 12 საათიდან იწყებოდა, ევროპის დროებზე იყო გათვლილი. როგორც მახსოვს, საღამოს უფრო აქტიური მუშაობა­ იყო.

იყო შემთხვევები, როცა სამიზნეს საიდუმლო ინფორმაციასაც დასტყ­უებდნენ ხოლმე, მაგალითად, პლასტიკური ბარათის დეტალებს… ზოგი წამოეგებოდა, ალბათ, არც იცოდა, რომ ეს პირადული იყო და გამხელა არ შეიძლებოდა. თანამშრომლები ატყუებდნენ, რომ ბანკიდან, სადაზღვევოდან ან სხვა ასეთი დაწესებულებიდან ურეკავდნენ და პირად მონაცემებს სთხოვდნენ..

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია – რას აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ელისაშვილი: რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა

კლიენტებისთვის უნდა გეთქვა, რომ საბროკერო კომპანიიდან რეკავდი. ალბათ, ძალიან უსინდისო, თაღლითი და ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყო, იქ რომ რაღაც გამოგივიდეს. თანამშრომლებს ხანდახან მოხუცების ოჯახის წევრები პასუხობდნენ და ილანძღებოდნენ, აღარ დაურეკო მამაჩემს ან დედაჩემსო. სავარაუდოდ, ნომრების ბაზაში ბევრი იყო ისეთი, ვინც წარსულში­ გააბითურეს და ფული დააკარგვინეს.

შესაძლოა ასეთები მეორედაც იყვნენ წამსვლელი იმავე წრეზე სხვადასხვა მიზეზის გამო – როგორც ამიხსნეს, ზოგი მათგანი­ ახალგაზრდობაში თამაშდამოკიდებული ყოფილა და სიბერეში რომ აღარ თამაშობენ, სახლში სხედან, არც გასართობი აქვთ და არც დამლაპარაკებელი ჰყავთ, ლაპარაკი სიამოვნებდათ. ყოფილა შემთხვევები, მოხუცებს საათობით უბამდნენ ლაპარაკს, იმათ დამლაპარაკებელი და მსმენელი უნდოდათ, ესენიც უშინაურდებოდნენ, ელაპარაკებოდნენ. თავიდან მითხრეს, რომ კლიენტები გოგონებს უფრო ენდობიან, ხმასა და კომუნიკაციის უნარს აქვს დიდი მნიშვნელობაო.

გიორგი ვაშაძის ძმა: თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ.. ჩემი დამოკიდებულება „ქოლ-ცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე

თანამშრომლები თვეში ათასებს გამოიმუშავებდნენ, უფროსი მენეჯერები 10 ათასამდეც ადიოდნენ, გააჩნია, რამდენს ჩაარიცხვინებდნენ. ეგენიც გამომუშავებაზე იყვნენ, არც ისეთი ადვილია, ადამიანს ათასები ჩაარიცხვინო. მთავარია, უცხოელს დაუახლოვდე და მისი ნდობა მოიპოვო, აბა, ეგრევე რომ დაურეკო და ფულის ჩარიცხვა მოსთხოვო, ვინ ჩარიცხავს? შეიძლება დაყოლიებას დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომაც ელაპარაკებიან კლიენტს საათობით.

პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა დალუქულ ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს

როგორც შევატყვე, ეს საქმიანობა ქოლცენტრის თანამშრომლებისთვის ადრენალინი იყო – რაც მეტად აღწევდნენ საწადელს, უფრო აზარტულები ხდებოდნენ. საშინელებაა, წარმოიდგინეთ, ერთ ოთახში კომპიუტერებთან გვერდიგვერდ ზის 30-მდე კაცი, გამუდმებით რეკავენ და ერთხმად ლაპარაკობენ, სულ ყაყანი და ხმაურია, ამითაც იყო აუტანელი და სტრესული­ სიტუაცია. ამასთან, ფონად ჩართული ჰქონდათ მუსიკა (კლიენტმა შენს გვერდით მყოფი თანამშრომლის ლაპარაკი რომ არ გაიგონოს, როცა სხვა კლიენტს „კერავს“, მას მარტო მუსიკის ხმა ესმის). ერთი სიტყვით, საგიჟეთი იყო.

ყველა ყურსასმენით ლაპარაკობდა. მახსოვს, მენეჯერები თანამშრომლებს რჩევებს აძლევდნენ, ემოციები გამორთეთ, იმ ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე არ იფიქროთ, ემპათია დაივიწყეთო. უმეტესობას, ალბათ, არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა და უთქვამთ, ცენტრში დიდი ხნით მუშაობის გაგრძელებაზე არ ვფიქრობთო. ამ ახალგაზრდებიდან ზოგს მატერიალურად უჭირდა, ზოგს მაღალი ხელფასი უნდოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჭირს დასაქმება და მაღალანაზღაურებადი სამსახურები, იქ კი დიდი ხელფასის აღების შანსი ჰქონდათ. მახსოვს, თავიდან მითხრეს, დასაწყისში ხელფასი მინიმუმ 1.500 ლარი გექნება და მერე 3.000-სა და მეტზეც შეიძლება ახვიდეო. ვიღაც თუ არ დაიყოლიე თანხის ჩარიცხვაზე, მოჭრილი ხელფასის იქით არაფერი გეკუთვნის, თუ ვიღაცები გააცურე, ბონუსები გერიცხება, ვიღაცის ჩარიცხული თანხიდან რაღაც ნაწილს გარგუნებენ“, – ამბობს ის.

იხილეთ ინტერვიუ →  ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები