LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება ავთანდილი უკრაინელი ქალის შესახებ, რომელიც მასთან სამუშაოდ მივიდა: „ავუხსენი, რომ იმიტომ არ ამყავდა, რომ მეცოდებოდა…“

1608
avtandili

ავთანდილი „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში ჰყვება საინტერესო ამბავს უკრაინელი ქალის შესახებ, რომელიც ამ დღეებში უკრაინიდან ჩამოვიდა და მასთან სამუშაოდ მივიდა: „გამოვაცხადე ჩემთან მიღება… ეს ადამიანი ძალიან გაღიზიანებული მოვიდა. მოვუსმინე კარგად და ვუთხარი: როგორც კი ამ საქმეს კარგად შემისრულებ, აგიყვან სამსახურში-მეთქი. უცებ მობილიზდა, გადაერთო თავის საქმეზე, თითქოს ეს ემოციებიც დაცხრა, გააკეთა კარგად და ჩვენ ეს ადამიანი სამსახურში ავიყვანეთ. მანამდე ეს შეუძლებელი იყო. მეც რომ ვუთხარი, დაწყნარდით, გამოცდა უნდა ჩაგიტაროთ-მეთქი, მობილიზდა, მას სჭირდებოდა ეს სამსახური. ალბათ, ასე უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა… ავუხსენი კონკრეტულად, რისთვის ამყავდა, იმისთვის კი არა, რომ მეცოდებოდა, არამედ საქმის გასაკეთებლად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები