LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გვირჩევენ ვარსკვლავები – როგორ ავირჩიოთ პომადა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1198

ასტროლოგიური პომადის არჩევა არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ბევრს ჰგონია. ჩვენ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ტუჩის საცხის განწყობის ან ამინდის, კანის ან ტანსაცმლის ფერის შესაბამისად შერჩევას, მაგრამ რატომ არ შეიძლება პომადის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არჩევა. ვნახოთ, რას გვკარნახობენ ვარსკვლავები!

ლომი – სისხლისფერი წითელი

თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული, მომხიბვლელი და ძალიან ლოიალური ქალბატონი ბრძანდებით, ამიტომ განსაკუთრებით ხასხასა ფერის პომადა მოგიხდებათ. სცადეთ MAC-ის  ლალისფერი (მუქი შინდისფერი) Ruby Woo პომადა.  

სასწორი – ნაზი ვარდისფერი

თქვენნაირ ელეგანტურ, კარგად აღზრდილ და დახვეწილ ქალბატონს აუცილებლად მოუხდება Giorgio Armani Lip Maestro-ს ნაზი ვარდისფერი (№ 500) პომადა, რომელიც არც გამომწვევი იქნება და ნებისმიერ ტანსაცმელსაც მოუხდება.

ქალწული – კენკრისფერი

თქვენ დამოუკიდებელი ქალი ბრძანდებით ანალიტიკური გონებოთ, ამიტომ აირჩიეთ ცივი ფერები, მკვეთრი კონტურით კი, ხაზი გაუსვით თქვენს ტუჩებს. ყოველდღიური მოხმარებისთვის განსაკუთრებით გამოგადგებათ Revlon Super Lustrous-ის პომადა Berry Haute-ს კენკრის ფერით.

 მორიელი – ბურგუნდი

ბევრისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და განსაკუთრებული ბრძანდებით, ამიტომ პომადაც პროვოკაციული გჭირდებათ. აუცილებლად მოგიხდებათ თამამი და ნათელი ფერის საცხი, მათ შორის Illamasque Glomore-ის Vega.

მშვილდოსანი – მარჯნისფერი

როგორც თავგადასავლების ჭეშმარიტი მაძიებელი თქვენ ყოველთვის არაორდინალური იდეების ძიებაში ხართ, სწორედ ამიტომ ითვლება მშვილდოსანი ყველაზე ავანტიურისტ ზოდიაქოს ნიშნად. სცადეთ Yves Saint Laurent Rouge Volupté-ის კოლექციის პრაქტიკული და თამამი ფერი –  Peach Passion, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას.  

თხის რქა – მუქი ვარდისფერი

თქვენ ძალიან პასუხისმგებელი, მომთმენი და ერთგული ხართ, ამიტომ ყველაზე მეტად თბილი ფერი – MAC-ის Hot Tahiti მოგიხდებათ.

მერწყული – მეწამული

ბუნებით თქვენ მეამბოხე ხართ და ყოველთვის ლიდერებში გინდათ ყოფნა, ამიტომ არასდროს მისდევთ მოდას და ყოველთვის თავად ქმნით მას. თქვენი არჩევანი მეწამულის ნებისმიერი ექსტრავაგანტული ტონია, მათ შორის Make Up For Ever Rouge Artist Intense-ის Pearly Violet.

თევზები – მკვეთრი ვარდისფერი

თქვენ კეთილი და გულისხმიერი ქალბატონი ბრძანდებით და ყოველთვის ადვილად მიდიხართ ექსპერიმენტებზე. მომავალში, როცა მაკიაჟთან გადაწყვეტთ ექსპერიმენტების ჩატარებას, მოსინჯეთ მკვეთრი NYX Luxurious Black Label-ის Hot Pink პომადა.

ვერძი – ჟოლოსფერი

ცხოვრება თქვენთვის მარადიული დღესასწაულია! ზუსტად იცით, რა გინდათ და ყველაფერზე მზად ხართ მიზნის მისაღწევად. თავისუფალ დროს სცადეთ Tom Ford-ის Crimson Noir პომადა, რომელიც პრაქტიკულად თქვენთვისაა შექმნილი.

კურო – ბროწეულისფერი

თქვენ გონებამახვილი, გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონი, ამიტომ გირჩევთ NARS Audacious-ის Olivia მოსინჯოთ გრანჟის სტილის შავი ისრებით.

ტყუპები – მუქი კენკრისფერი

როგორც ჭეშმარიტი ტყუპები, თქვენ ვერაფრით გადაგიწყვეტიათ. ერთის მხრივ ყველაფერი ახლისკენ მიგიწევთ გული, მეორეს მხრივ კი, ვერაფრით ელევით კარგად ნაცნობ ნივთებს, ადამიანებს და ჩვევებს. აირჩიეთ Maybelline Baby Lips Candy Wow-ის  Mixed Berry Bubblegum, რომელიც საკუთარ თავში ორ ფერს აერთიანებს.

კირჩხიბი – ნათელი წითელი

თქვენ პრაქტიკული და ამავე დროს მგრძნობიარე ქალბატონი ხართ, ამიტომ თქვენი პომადა Rimmel Kate Lipstick-ია უნივერსალური №1 ფერით, რომელიც ნებისმიერი კანის ფერს და ტუჩის ფორმას უხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები