LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გვეუბნება მელანია ტრამპის კალეგრაფია მასზე? ექსპერტებმა პირველი ლედის ხელნაწერი შეისწავლეს

501

ხელნაწერთა ექსპერტებმა შეისწავლეს და გააანალიზეს აშშ-ს პირველი ლედის მელანია ტრამპის კალეგრაფია. მცირე ჩანაწერი აშშ-ს პირველმა ლედიმ, იტალიაში, საბავშვო ჰოსპიტალში დატოვა.

ნიუ-იორკელი ექსპერტის შეილა კურტსის განცხადებით, მარტივი მომრგვალებული ასოები და ზუსტი ფორმები, ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.

კურტსის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მელანია ტრამპი თავის თავზე ბევრს არაფერს ყვება, მისი ნაწერი უამრავ რამეს გვიამბობს.

“კარგია თქვენთან სტუმრობა. დარჩით ძლიერები და პოზიტიურები. დიდი სიყვარულით, მელანია ტრამპი”, – ასეთი ჩანაწერი გააკეთა პირველმა ლედიმ ბამბინ გესუს ბავშვთა საავადმყოფოში. ფურცელზე ასევე, მელანიამ ორი პატარა ნახატიც დატოვა: გული და ყვავილი.

“სიტყვების ბოლოს შესამჩნევი პატარა “კავებია”, რომელიც წუხილს გამოხატავს, ასევე ეს კავები მიგვანიშნებს იმაზე, რომ მელანია ტრამპს საკუთარი ნივთების შეგროვება უყვარს, როგორც მატერიალურის, ისე არამატერიალურის”, – განაცხადა კურტსმა.

სპეციალისტების თქმით, ასოების სიზუსტე და სასვენი ნიშნები, მიანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი მსმენელია, პირდაპირია, ერთგული და საკუთარი თავის კონტროლი კარგად შეუძლია.

კუტრსი წლების განმავლობაში, დონალდ ტრამპის ხელწერას შეისწავლიდა. ის ამბობს რომ ცოლ-ქმრის კალიგრაფიებს შორის უცნაური მსგავსებებია.

“მელანიას ვერტიკალური ხაზები, ძალიან ჰგავს მისი მეუღლის ხელწერას”,-  განაცხადა მან.

სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მისი ხელწერის დაფარვას ცდილობს, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს პრეზიდენტს არ სურს, რომ ვინმემ მის შესახებ უფრო მეტი იცოდეს. ეს კი უნდობლობის უკიდურესი ნიშანია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები