LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გეგმავს ხელისუფლება აშშ-თან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების დაწესებაზე – რას აცხადებს პრემიერი

187
Untitled design

„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით, დღეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის, საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს განაცხადა.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე ან მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან“

„თუ შემოღებული იქნება პირდაპირი ფრენები, თუ იქნება ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია, ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა.

თუ გვენება დადებითი დინამიკა, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. თუმცა, ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს.

მე მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა ამერიკის ელჩთან, მას ჰქონდა პოზიტიური გზავნილები. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ გვექნება მზარდი დინამიკა ინვესტიციების კუთხით, თუ, მაგალითად, პროტოკოლური საკითხებიც მოგვარდება და არა, მესამე, მეოთხე რანგი თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებს და პრემიერებს დანიშვნას, არამედ, ეს ყველაფერი გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები