ახლა მოდაშია ჩურჩულები: ეს ცნობილი ქართული სიმღერა ეტყობა თვით კრისტიანო რონალდოსაც მოსმენილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში, შინ, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ისე მოიქცა, მადრიდისტებს შესაძლოა გული ტკენოდათ (რბილათ რომ ვთქვათ). რონალდო მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანთან მივიდა და რაღაც უჩურჩულა. ფრანგი სპეციალისტი მშვენიერ ხასიათზე იყო და რა თქმა უნდა კრისტიანოს ასეთმა მოქცევამ ყველას საღერღელი აუშალა, ნეტა რა უთხრა ამისთანა ბლანსო.
ჰოდა, დაიწყო ათასგვარი მითქმა-მოთქმა. ჩვენს ესპანელ კოლეგებს კი საკუთარი ვერსია აქვთ და არც თუ სასიხარულო. მათ თუ დავუჯერებთ, აი რა უთქვამს რონალდოს: – დიდი სიამოვნებით ვითამაშებ თქვენს გუნდში.
ესეც არ იყოს, რონალდო თბილად შეხვედრია პსჟ-ს პრეზიდენტს, ხოლო თავისი კლუბის პრეზიდენთან, ფლორენტინო პერესთან კამათი მოსვლია.
ისე, რამდენი ხანია რონალდოს პარიზთან აკავშირებენ.