LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას დაამსგავსა ამ მთავრობამ ჩვენი საყვარელი საქართველო. ხალხი სულს ღაფავს… მოდით არჩევნებზე, ვეებერთელა გეგმები გვაქვს – ანზორ მელია

46
2128126613

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მან  მოსახლეობის  გაუსაძლის ყოფაზე და ზუგდიდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

“მე მახსოვს ზუგდიდი გაბრწყინებული, მახსოვს ზუგდიდი მშვენიერი, კაცთმოყვარე, მოსიყვარულე, ერთმანეთის გვერდით მყოფი, მდიდარი ზუგდიდი, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად.

რას დაამსგავსა ამ მთავრობამ ჩვენი საყვარელი საქართველო. ხალხი სულს ღაფავს, ხალხს არა აქვს ელემენტარული საშუალება.

რა განათლებაზე , ან ბავშვების დასვენებაზე, ან კეთილმოწყობაზეა საუბარი, როცა ხალხი ყოველდღიურ საარსებო ფულა ვერ შოულობს.

აუცილებლად მოდით არჩევნებზე.

აუცილებელი არ არის, მარტო ჩემს პარტიას მისცეთ ხმა – არ შემოხაზოთ 41 და არ შემოხაზოთ პარტია “საქართველოსთვის”, რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს.

თუ გინახავთ, რომ ამ ხელისუფლების რომელიმე წევრს სიტყვა სამშობლო ეხსენებინოს – მათთვის სამშობლო არის რუსეთი, კაციჭამია რუსეთი.

ვეებერთელა გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას და მასთან ერთად გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს. ამიტომ უნდა მოხვიდეთ 2 ოქტომბერს და ხმა მისცეთ 5 ნომერს, ან ნებისმიერს, გარდა იმ ორი პარტიისა”,- აცხადებს ანზორ მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები