იუმორისტი გიორგი გაბუნია ახლახან დაქორწინდა. მისი მეუღლე ნინი ფუტკარაძეა, რომელსაც გიორგი ბავშვობიდან იცნობს. მას წლების შემდეგ თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან შეხვდა და ერთი ნახვით მოიხიბლა:
„დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან. ალბათ, მინიმუმ 15 წელი არ მყავდა ნანახი. ზუსტად მახსოვს, 80-თეთრიან ლობიანს ვჭამდი, მაგ დროს შემხვდა და მაშინვე დამავიწყდა ლობიანიც და ყველაფერი. შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო ურთიერთობა…
ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარია, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია წყვილის თანაცხოვრებისთვის. არის მიზანდასახული, მეტად დაკვირვებული საოჯახო საქმეებში, ვიდრე მე. ფულთან მიმართებით უფრო გონივრულია და ცდილობს, მეც მასწავლოს. უფრო დინჯია, ვიდრე მე. ძალიან მოსიყვარულე და კარგი ადამიანია. მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა“.
გიორგი გაბუნიამ ცოლის მოყვანა „ცეკვების“ გამო გადადო – „თაყვანისმცემლებისგან არის ინტრიგები…“