LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას არის „წვერის ჩაი”? „ჩაი N 101“ ახალ პროდუქციას უშვებს

297

ქართული ჩაის ბაზარზე ახალი პროდუქცია გამოჩნდება.”ჩაი N 101″-ის ბრენდის ქვეშ ”წვერის ჩაი” გამოვა. როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული ბრენდის მწარმოებელი კომპანიის ”გეოაგო 15”-ის დამფუძნებელმა გიორგი გოგიშვილმა განუცხადა, ახალ პროდუქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

”წვერის ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. ამასთან, გააჩნია სამკურნალო თვისებებიც. მზადდება დუყის წვერისგან, რომელშიც თეთრი ტიფსები არის გარეული, რაც ქმნის უნიკალური ფერისა და გემოს ნაყენს”, – აღნიშნა გოგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად ”წვერის ჩაი” წონობით, შეფუთვის გარეშე გაიყიდება.
”პროდუქცია პირველად 24 და 25 დეკემბერს გამოჩნდება ფერმერების ბაზრობაზე, რომელიც ბუკიას ბაღში გაიმართება. აქ მოსული დამთვალიერები შეძლებს, რომ შეიძინოს ”ჩაი N 101″-ის პროდუქცია”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ”გეოაგო 15”-ის მინი-ქარხანაში 5 სახეობის ჩაი იწარმოება, ესენია: მწვანე, შავი, დუყის, მოცვის და წვერის ჩაი. პროდუქცია 50 და 100-გრამიან შეფუთვებშია და გასაყიდი ფასი 3-დან – 3.50 ლარამდე მერყეობს.

”ჩაი N 101″-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მაღაზიასა და დიდ სავაჭრო ქსელში იყიდება, მათ შორის: ”გუდვილში”, ”ფუდმარტში” და სხვაგან.

როგორც გიორგი გოგიშვილმა განმარტა, ”ჩაი N101” ბაზარზე თავს მაღალი ხარისხით იმკვიდრებს და მის პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
”ვაწარმოებთ ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის, ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის. 6 ჰექტარზე განთავსებულია ინდო-ჩინური ჩაი, ხოლო 2 ჰექტარზე ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც, რომელიც გაზაფხულზე იკრიფება ბახმაროს მთებში, არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ამასთან, როგორც უკვე ვთქვი, ცოტა ხანში ბაზარში ჩვენი ახალი პროდუქტი – ”წვერიც ჩაიც” გამოვა”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ”ჩაი N101”-ის 8 ჰექტარი პლანტაციები გურიის მთიან სოფელ ასკანაში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები