ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას არ ეთანხმება.
როგორც მან “ფორტუნას” განუცხდა, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს წერილიც მიწერა.
“საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით, მე პირადად საქართველოს პარლამენტისთვის ხუთგვერდიანო წერილი მაქვს მიწერილი და დღემდე არ ვეთანხმები ამ კანონს” – განუცხდა “ფორტუნას” ქუმსიშვილმა.
ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების საკითხი გუშინ ორგანიზაცია “მოქალაქის”, ეკონომიკური გუნდის მინისტრების და ბიზნეს ასოციაციის დახურულ კონფერენციაზეც განიხილეს. ბიზნესის მხრიდან “საპოლიციო გამოსახლების” მექანიზმის გაუქმება ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად დასახელდა.