დღეს, ისანში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საწყობი მთლიანად დაიწვა.
საამქრო კომპანია “ჯორჯიან პროდაქსს” ეკუთვნოდა, რომელმაც საქმიანობა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაიწყო.
ისინი ადგილზე შინაური ცხოველების ავეჯს, აქსესუარებს და სხვა პროდუქციას აწარმოებდნენ და ევროპაში გაჰქონდათ.
მათ 2016 წელს ექსპორტზე 9 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანეს.
ქარხანა, საწყობებით, რომელიც ისანში მდებარეობს დაახლოებით 6000 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებდა.