ტრაგედია საჩხერის მუნიციპალიტეტში – 17 წლის ლუკა ივანიშვილის თვითმკვლელობის ფაქტს ახლობლები ეხმიანებიან.
სასულიერო პირის, მამა არკადის შვილი სავარაუდოდ, ნასვამი იყო. ამბობენ იმასაც, რომ სანამ თავს მოიკლავდა, მოზარდი ტელეფონში თამაშობდა. ახლობლები ლურჯ ვეშაპთან ლუკას კავშირს გამორიცხავენ.
მოზარდის გარდაცვალებას მის ფეისბუქგვერდზე კომენტარებით ეხმაურებიან.
მოზარდი ოჯახის წევრებმა სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს
სოფელ ჭორვილაში 16 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
„შენ მოგიკვდა შენი ბებო, ჩემო თბილო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო ნიჭიერო ბიჭო, ეს რა ქენი ბებო, რატომ დაგვღუპე , ნათელში მიმყოფოს შენი წ მინდა სული, სანთელი და საკმეველი არ მოგკლებოდეს. ჩვენო დიდო ტკივილო!!!!!!!!!“ – წერს ლუკას ფეისბუქ გვერდზე ციალა ბუღაძე.
„ასე როგორ მოექეცი შენს თავს ლუკა? ასე როგორ მოიქეცი ლუკააა მეგონა შენს საოცარ ხმას მთელი მსოფლიო მოისმენდა და შენით ყველა იამაყებდა ლუკა ღმერთო ეს რა ხდებაააა“
„დღევანდელი დღე ასე არ უნდა გათენებულიყო… შენ რა იფიქრე ნეტა … მწვერვალებზე ვიღაცეები უნდა ყოფილიყვნენ და შენ ჩვენთან…“
ჭორვილაში მოზარდმა თავი გუშინ, გამთენიისას მოიკლა. ის მისმა დამ იპოვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.