LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აკეთებენ ქალები მამაკაცებზე უკეთესად

92

როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვან საქმეს ქალი ბევრად უკეთ აკეთებს, ვიდრე მამაკაცი, რადგან სუსუტი სქესი დიდი ხანია აღარაა სუსტი, უბრალოდ მამაკაცებს არ სურთ ამის აღიარება. თუმცა, მეცნიერებას მაინც ვერავინ შეედავება, რომელიც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქალს ბევრ სფეროში შეუძლია მამაკაცისთვის ფორის მიცემა.

სტატისტიკის თანახმად, ქალი უკეთ მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი, რადგან  ბევრად კარგად აქვს განვითარებული პერიფერიული მხედველობა, მამაკაცი კი, მხოლოდ იმას ხედავს, რაც მის ცხვირწინაა.

ახალი საქმის დაწყებამდე მამაკაცი ძველ სამუშაოს ასრულებს, ქალს კი, თავისუფლად შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, რაც პირველ რიგში ტვინის განსხვავებული აგებულების დამსახურებაა – მამაკაცის ტვინი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და ნახევარსფეროებს შორის შეერთებაც ნაკლებია.

მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალს მამაკაცზე მეტად უყვარს ლაპარაკი და დღეში სულ მცირე 20 ათას სიტყვას წარმოთქვამს, მაშინ როცა მამაკაცისთვის 15 ათასი სიტყვაც საკმარისია, რადგან მას მხოლოდ ერთი – ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში მოთავსებული ცენტრი აქვს მეტყველებაზე პასუხისმგებელი, ქალის ტვინის ნახევარსფეროებს კი, საკუთარი ცენტრები აქვთ, რაც საშულებას აძლევთ, ისაუბრონ და იფიქრონ ერთდროულად.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავებულად აღიქვამენ ფერებს, რადგან ტესტოსტერონის ზემოქმედებით ტვინი სხვადასხვაგვარად ამუშავებს მხედველობის ორგანოს მიერ გადაცემულ სიგნელს. მამაკაცის გონება ვერ „ხედავს“ ერთი ფერის სხვადასხვა ტონს, ამიტომ, მისი ცხოვრებაც ბევრად უფერულია.

მართალია, ქალი მამაკაცზე ემოციურია, მაგრამ ბევრად უკეთ ერევა სტრესს, რაც ესტროგენის ჰორმონის დამსახურებაა, რომელიც დაძაბულობით გამოწვეულ ნეგატიურ სიმპტომებს ბლოკავს.

ქალს არა მარტო ჩვეულებრივი სუნის აღქმა, არამედ ფერომონების „დათვლაც“ რამდენიმე წამში შეუძლია, ამიტომ „ყნოსვაში“ ვერცერთი მამაკაცი ვერ გაეჯიბრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები