Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სუსის დღევანდელ განცხადებაზე: „ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სუსის დღევანდელ განცხადებაზე: „ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“

136
ფორტუნა - 2023-09-18T222308.103

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუსს განცხადებას ეხმაურება ეხმაურება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ გადატრიალების მომზადების თაობაზე ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დემონიზაციას ცდილობს.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში“, – აღნიშნა ნიკოლენკომ, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

ცნობისთვის, სუსის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები