ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უვადო პატიმრობაში მყოფმა მაგდა პაპიძემ თანაკლასელზე იქორწინა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებენ.
როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია „სიმართლე არ არის და არ დასტურდება“.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მკვლელობა დიღმის მასივში 2015 წლის დეკემბერში მოხდა. შვილისა და მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე იმავე დღეს დააკავეს.
მაგდა პაპიძის საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აქ – მაგდა პაპიძის საქმე