LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: „ხოშტარია-ჯაფარიძის განცხადებები იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია“

142
სანდრო რაქვიაშვილი ხოშტარია-ჯაფარაზე

„თუ ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანება ისევ არ დაიშალა, თუ რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე გაქაჩავენ, მერე შეიძლება, სადღაც კიდევ გაერთიანდნენ, თავისი ქცევით გამოამჟღავნეს, რომ თავის გაერთიანებას სერიოზულად არ უყურებენ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ხოშტარია-ჯაფარიძემ საზოგადოებას ისიც კი არ უთხრეს, ვინ ვისთან გაერთიანდა.

„ახალი პარტია შექმნეს, ზურა ელენეს პარტიაში შევიდა თუ ელენე ზურას პარტიაში შევიდა. საერთოდ, რას აკეთებენ და რა გეგმები ჰქონდათ. რაღაც გეგმა გვაქვს 11 პუნქტიანიო, რატომ 11 და არა 12, რა გეგმა. შეიძლება, გითხრათ, შეიძლება, არ გითხრათო.

ეს იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია.

ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაფასო ელენე ხოშტარიას გულწრფელობაა, რომელმაც ერთგვარად აღიარა თავისი წარსული შეცდომები. თუ ასეთი გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, პარტნიორებს იპოვიან“. – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები