ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები – ვაჩე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი და გეგა შონია საზოგადოებამ გაიცნო მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ და ისინი ძალიან შეიყვარა.
ბიჭები „ვოკალის აკადემიის“ კვარტეტის წევრებიც არიან. ისინი ერთად შესრულებული სიმღერებით, მსმენელებს ყოველთვის ანებივრებენ. რამდენიმე თვის წინ კვარტეტმა, „ორერას“ ცნობილი სიმღერა „გოგოვ, მთვარეს ედარები“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბიჭები ახლახან ცნობილი ფოტოგრაფის, ზაქარია ჭელიძის ობიექტივშიც მოხვდნენ. „რანინელები“ სხვა განზომილებაა საერთოდ“ – წერს ზაქარია ჭელიძე და ახალგაზრდა მომღერლების ფოტოებს აქვეყნებს.
რანინელები სხვა განზომილებააა საერთოდ
????
ვაჩე ღვინიაშვილი
ოთო ბაზერაშვილი
ნიკოლოზ ხარატი
გეგა შონია
#ზაქარიაჭელიძეAnka Uglava ?????მასწ
Posted by Zaqaria Chelidze on ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023