LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ranger Rover Sport-მა Ferrari-ის რეკორდი გააუმჯობესა (ვიდეო)

40

Ranger Rover Sport-მა „99 მოსახვევის გზა“ Ferrari-ზე უფრო სწრაფად გაიარა. ყველგანმავალმა SVR-მა შეუძლებელი შეძლო და Ferrari-ის სუპერქარის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზად აღიარებული ტრასა ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში მდებარეობს და მისი გავლა არც თუ ისე მარტივია. Range Rover Sport SVR-ის საჭესთან ცნობილი მრბოლელი ჰო პინ ტუნი იჯდა. იმისათვის რომ მწვერვალზე ასულიყო, ჩინელმა 11,3 კილომეტრი და 99 მოსახვევი წარმატებით დალაშქრა. მთელი დისტანციის დასაფარად მრბოლელს 9 წუთი და 51 წამი დასჭირდა. 458 Italia-ს კი იგივე მანძილის გასავლელად ცოტა უფრო მეტი დრო -10 წუთი და 31 წამი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ განახლებული Range Rover Sport 5 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 575 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ყველგანმავალი 0-დან 100 კილომეტრს 4,5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 283 კმ.სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები