LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რანაირი სომეხი ვარ? სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში“ – მარგარიტა სიმონიანი

298
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად რომან ბაბაიანის გადაცემას სტუმრობდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკაზე ისაუბრა.  სიმონიანი შეშფოთებულია ფაშინიანისა და მისი მთავრობის ანტირუსული განცხადებებით და „სპუტნიკის“ ჟურნალისტის დაკავების ფაქტით, რასაც „რაშა თუდეის“ რედაქტორმა, პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.

„მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს თუნდაც ორი სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ფაშინიანს. მეტიც, ისიც მიკვირს, საკუთარი დედა როგორ უჭერს მხარს. ეს კაცი არის სომეხი ხალხის დამღუპველი. ის პირდაპირ სულში გვაფურთხებს  და რატომ ვუთმენთ ამდენს? ის მოვიდა არასამართლიანი არჩევნების და რევოლუციის შედეგად, ვინ არის საერთოდ ის? მე მახსოვს მასთან შეხვედრა, როცა ის აირჩიეს და მოსკოვში ჩამოვიდა და ცნობილ სომხებს შეგვხვდა. მე მას დავუსვი კითხვა, როგორია თქვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში-თქო. პასუხი იყო მკვახე და უხეში, მისაყვედურა, როგორ მოგვმართავო, თქვენ კი არა, ჩვენ უნდა თქვა, როცა სომხებს ახსენებთო. მე არ ვარ სომხეთის მოქალაქე და ზოგადად, რანაირი სომეხი ვარ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში. ერთხელ პუტინთან ერთად და მეორედ, ტიგრანთან ერთად“ – ამბობს სიმონიანი.

„მხარი დამიჭირეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მოდით, გავხადოთ სომხეთი უძლეველი“ – მარგარიტა სიმონიანი

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი კიევში გაემგზავრა – პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

„მე მორწმუნე ადამიანი ვარ და მხოლოდ ბიბლიით ვხელმძღვანელობ“ – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები