LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რანაირად შეიძლება მოვახერხოთ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ზენიტამდე მისვლა – პრეზიდენტი

38

“ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვდნენ. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ აქცია ერი კვირით დაიშალა. “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” სამუშაო რეჟიმში გადასვლა გადაწყვიტა.