LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამზან კადიროვის 18 წლის შვილი ჩეჩნეთის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

136
kadirov mza

რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ახმატ კადიროვი 8 ნოემბერს 18 წლის გახდა.

კადიროვმა  შვილის ახალი თანამდებობის შესახებ ტელეგრამარზე დაწერა, სადაც ის მორიგი დაჯილდოებების შესახებ ჰყვებოდა.

ირკვევა, რომ აქამდე ეს თანამდებობა ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა, თუმცა ახლა ის უბრალოდ მინისტრის მოადგილედ ჩამოაქვეითეს.

ახალ თანამდებობამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და პროკრემლისტური ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები