LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს გადაიხდიდნენ მგზავრები თვითმფრინავში სავარძლის უკან გადაწევისთვის?

8

ავიამგზავრებს დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ შესაძლოა სავარძლების უკან გადაწევის უფლება მისცენ. ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო გამოკითხვა, რათა დაედგინათ, თუ რამდენს გადაიხდიდნენ მომხმარებლები იმისთვის, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტული გაეხადათ.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობაა მზადაა, უკან მჯდომ თანამგზავრს შეწუხებისთვის 12 დოლარი გადაუხადოს. ხოლო, უკან ჯდომის შემთხვევაში კი უმრავლესობა მინიმუმ 39 დოლარს მოითხოვდა, სხვა შემთხვევაში კი სკამის გადმოწევაზე თანხმობას არ მისცემდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულები მზად არიან, წინ მჯდომ მგზავრს 18 დოლარიც კი მისცენ, თუკი ის სავარძელს საწყის პოზიციაში მოიყვანს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები