LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საქართველოში

133
სიღარიბე

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 4.4%-ით გაიზარდა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28 245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი იყო.

საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.

კერძოდ, თუ 2021 წლის ნოემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 085 443 ადამიანი, 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1 161 345-მდე გაიზარდა. აქ მატება 7%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები