LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით და რატომ გაიზარდა “თელასის” აბონენტთა რაოდენობა 

49
შუქი

2022 წლის 9 თვეში კომპანია “თელასმა” 2,241 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,2% (170 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს და მატებას ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს.

“„თელასის” აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით (22,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 719,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648,1 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 71,5 ათასი – იურიდიული პირი.

ცხრა თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 566 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (282 კმ-ით) აღემატება 2021 წლის ცხრა თვის მაჩვენებელს (6 284 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები