თუ სამზარეულოს განახლება გადაწყვიტეთ და ჯერ არ იცით, რა ცვლილებები შეიტანოთ, შეგიძლიათ გამოცდილი დიზაინერების რჩევები გაითვალისწინოთ.
* ქათქათა თეთრი ინტერიერი მარმარილოს ნახატით და მსუბუქი ოქროსფერი დეტალებით, აუცილებლად ელეგანტურობას შემატებს თქვენს სამზარეულოს.
* ორიგინალურ სამზარეულოს სანათებიც ორიგინალური აქვს – ძველი გემის ნამდვილი ილუმინატორები.
* ტეფლონის შპალერი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოხერხებულიცაა.
* ტერაკოტას ფილა – მარტივად, გემოვნებით, ელეგანტურად!
* ხასხასა ნარინჯისფერი სამზარეულოსაც გამოაცოცხლებს და თქვენც გაგახალისებთ.
* მშვიდ ნაცრისფერში გადაწყვეტილი ინტერიერი ბუკინგემის სასახლის სამზარეულოს შთაგონებითაა შექმნილი.
* კიდევ ერთი საზღვაო თემა სამზარეულოში, თუმცა გემის დეტალების გარეშე.
* ყოველთვის შეგიძლიათ ხის ავეჯის ნათელი ფერებით გახალისება.
* პროვანსის სტილი მე-20 საუკუნის დასაწყისის ინგლისური სოფლის სამზარეულოს გავლენით შეიქმნა.