LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

234
Untitled design (1)

სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ, მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა.

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს 

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს, ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე.

სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.

ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„გური, ერთხელ კი არა, ორჯერ მოვუგე, შიგ „ქართული ოცნების“ სასამართლოში ეგ არაა დამნდობი კაცი… არც შენ დაგინდობს იცოდე“ – თათია სამხარაძე 

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

„სოლიდარობა თათია სამხარაძეს – ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 

თეა წულუკიანი: „ვინც უნდა იყოს – სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ისეთი რეფორმები გავატარეთ, დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში კანონით ბოლომდე კი არა, კბილებამდეა შეიარაღებული, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას“ 

გუბაზ სანიკიძე: „შალვა რამიშვილი სექსუალური მანიაკია, საზოგადოებისთვის სახიფათოა.. შუა საუკუნეებში ასეთებს ქვებით ქოლავდნენ“