მაკიაჟის გაკეთება ხელოვნებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავმალოთ სახის ნაკვთების თუ კანის პრობლემები და ხაზი გავუსვათ შტრიხებს, რომელიც უფრო ლამაზს გამოგვაჩენს.
მაკიაჟს უამრავი ადამიანი ყოველდღიურად იკეთებს, თუმცა ბევრი მათგანი – არასწორად. არსებობს უამრავი პატარა „საიდუმლო“, რომელიც დაგვეხმარება, იდეალურად გამოვიყურებოდეთ.
ყურადღებით შეარჩიეთ ფუნჯები
კარგი ფუნჯი მთელი ცხოვრების მანძილზე გეყოფათ. იმისთვის, რომ ფუნჯები კარგ მდგომარეობაში დიდ ხანს შეინარჩუნოთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ – არ დატოვოთ ფუნჯები გასარეცხი; გარეცხეთ რეგულარულად შამპუნით, ან ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალებით, დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე და აცადეთ შეშრეს.
თუ მაკიაჟი შესასწორებელი გექნებათ, არ გაიკეთოთ ახლიდან, უბრალოდ – შეისწორეთ
აიღეთ ბამბის ნაჭერი, დაასველეთ ტონიკით და მოიშორეთ მაკიაჟის ის ნაწილი, რომელიც აღარ მოგწონთ და განაახლეთ.
ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს სხეულის და სახის სკრაბებში
არ არის საჭირო დახარჯოთ ბევრი ფული სპასთვის, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გქონდეთ მბზინვარე კანი სახლიდან გაუსვლელადაც კი.
შეურიეთ 4 სუფრისკოვზი შაქარი ან მარილი 3 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს. შეგიძლიათ, დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ან გრეიპფრუტის ესენციალი. შხაპის მიღებამდე ნაზად დაიმასაჟეთ სკრაბით მთელი სხეული და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოუარეთ ტუჩებს
ტუჩსაცხი იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, ტუჩები უნდა იყოს გლუვი და კარგად მოვლილი. არ არის საჭირო, საგანგებოდ იყიდოთ ამისთვის სკრაბი, შეურიეთ ერთი და იმავე პორციის ყავისფერი შაქარი, ზეითუნის ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. ნაზად წაისვით მიქსტურა ტუჩებზე, შემდეგ კი რბილი ნაჭრით ჩამოიწმინდეთ. ამის შემდეგ თქვენი ტუჩები მზად არის პომადისთვის.
არ იხმაროთ ბევრი პუდრი
მაკიაჟის კეთებისას ეცადეთ, პუდრი ზომაზე მეტი არ მოგივიდეთ. უმჯობესია, პუდრი წაისვათ სახეზე მაკიაჟის გაკეთების შემდეგ.
მაკიაჟის მოსაშორებლად შეგიძლიათ, ვაზელინი იხმაროთ
ბამბით აიღეთ ცოტა ვაზელინი და მოიშორეთ მაკიაჟი, შემდეგ კი სახე ჩამოიბანეთ. ვაზელინით მოიშორებთ ისეთ მაკიაჟსაც, რომელსაც წყალი ვერ აშორებს.