ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება მიზანი ფორმების გაუმჯობესება თუ წონაში კლება. თუკი თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ და რამდენიმე კილოგრამის მოშორებაზე უარს არ იტყოდით, განსაკუთრებით მუცლის არეში, მაშინ ამ კვებითი ჩვევების ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ.
მუცლის ცხიმის მოშორება არის მიზანი, რომელიც მომავალში ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებისგანაც დაგიცავთ. საქმე ისაა, რომ ამ ცხიმს დიაბეტის და გულის დაავადებების გაჩენის რისკი უკავშირდება.
ყოველდღიურ რუტინაში ჯანსაღი ცვლილებების შესატანად კი გვიანი არასდროსაა.
1. ფასტ-ფუდი დიდი პორციებით
გახდომის დროს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფასტფუდის თუ სხვა არაჯანსაღი საკვების პორციების ზომას, ასევე შოკოლადს, გაზიან სასმელს. ყველა ამ პროდუქტში დიდი რაოდენობით შაქარი, მარილი და ცხიმებია, რაც იწვევს კიდევ მუცელზე არასასურველი კილოგრამების გაჩენას.
2. ცხიმიანი სოუსები
სალათის მირთმევა ყოველთვის კარგი აზრია, თუმცა მნიშვნელოვანია სოუსი, რომელსაც იყენებთ. უმჯობესია სალათებს მსუბუქი სოუსები დაამატოთ და ცხიმიანებზე საერთოდ უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღი კერძიც კი შესაძლოა ძალიან მავნედ იქცეს.
3. დიდი რაოდენობით არაქისის კარაქის მირთმევა
არაქისის კარაქი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია სწორი დოზირება.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთი მწარმოებელი კარაქს შაქარს, თაფლს და შოკოლადსაც კი ამატებს, რაც ბუნებრივია ზედმეტ კალორიებს და ზედმეტ წონას უდრის.
4. სტრესი და ძილის ნაკლებობა
სტრესი და ძილის ნაკლებობა ტექნიკურად კვებითი ჩვევა არ არის, თუმცა კვებით ჩვევებზე დიდი გავლენის მოხდება ნამდვილად შეუძლია.
სტრესს წონის მატება სტრესის ჰორმონის ზრდის ხარჯზე შეუძლია. გარდა ამისა, სტრესის დროს ზედმეტი საკვების მიღებაც ხშირია, რაც ასევე კავშირშია წონის მატებასთან.