LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღის წინ ვირუსით მამა გარდაეცვალა – ვინ იყო 7 თვის ორსული, რომელიც კოვიდ-19-ს ემსხვერპლა

179
კოვიდ 19

კორონავირუსით 17 აგვისტოს გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე ქალი 30 წლის თეონა აბაშიძეა.

ის ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა.

თავდაპირველად, მისი მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა, თუმცა 12 აგვისტოს ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი 7 თვის ორსული ქალი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა თეონას მამა, 57 წლის ჯემალ აბაშიძე.

იგი კვირას დაკრძალეს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

კოვიდით იყვნენ ინფიცირებული თეონას მეუღლე და წლინახევრის შვილი. მათ კოვიდი დამარცხეს.

„დელტა“ შტამი ძალიან აგრესიულია ფეხმძიმე პოპულაციაში, სამწუხაროდ, პაციენტი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა” – ექიმი გარდაცვლილ 7 თვის ორსულზე

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 49 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები